რკინიგზის საკონტაქტო ქსელის მომსახურებისა და შეკეთების პროფესიონალური, ტექნიკურად გამართული გადაწყვეტა.

GV and Company — დაარსდა თბილისში (საქართველო) 2007 წელს. მწარმოებელი და უცხოური მწარმოებლების რეგიონალური წარმომადგენელი. კომპანიას გააჩნია იზოლირებული გადასატანი კოშკურების (ლეიტერების) საკუთარი წარმოება და ამარაგებს რკინიგზის ინფრასტრუქტურას საკუთარი წარმოების პროდუქციით, მათ შორის სს „საქართველოს რკინიგზის“ ობიექტებზე.

იზოლირებული გადასატანი კოშკურა იგკ-2 (ლეიტერი) განკუთვნილია:

იგკ-2 ლეიტერის კონსტრუქციაში:
ორი შუნტირების შტანგა იზოლირებული სახელურებით — საკონტაქტო ქსელისა და ურიკის (სამუშაო პლატფორმის) პოტენციალების გასათანაბრებლად სამუშაოების დაწყებამდე, პროცესში და დასრულების შემდეგ.
ბორბლების სისტემა (ერთი ბორბლის გარდა) ელექტრულად იზოლირებულია ჩარჩოსგან, რაც გამორიცხავს სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების რელსური წრეების მოკლე ჩართვას. არაიზოლირებული ბორბალი უზრუნველყოფს ქვედა ნაწილის დამიწებას სატრაქციო რელსზე.
გათვლილია არაუმეტეს ორ მუშაზე, აღჭურვილია დამცავი მოაჯირებით და უსაფრთხოების ღვედის კარაბინით საიმედოდ დამაგრების შესაძლებლობით ასვლის, ჩამოსვლისა და მუშაობის დროს.






| № | პროდუქტის დასახელება | ოდენობა |
|---|---|---|
| 1 | მინისბოჭკოვანი კიბე (საფეხურები) | 2 |
| 2 | შუნტირების სარტყელი (იზოლატორი) | 1 |
| 3 | დახრილი დგარი 1,50 მ | 2 |
| 4 | დახრილი დგარი 1,70 მ | 2 |
| 5 | ჰორიზონტალური დგარი 0,90 მ | 2 |
| 6 | ჰორიზონტალური დგარი 1,20 მ | 2 |
| 7 | ჰორიზონტალური დგარი 1,50 მ | 2 |
| 8 | დიაგონალური ჰორიზონტალური დგარი 1,10 მ | 1 |
| 9 | დაკიდებული მინისბოჭკოვანი კიბე (3 მეტრი) | 1 |
| 10 | შუნტირების შტანგა (გადასატანი) | 2 |
| 11 | სამუშაო პლატფორმა | 1 |
| 12 | იზოლირებული ბორბალი | 3 |
| 13 | არაიზოლირებული ბორბალი | 1 |
| 14 | ჩარჩო | 1 |
| 15 | შუნტირების ჩარჩო | 2 |
კომპანია: GV and Company
მისამართი: საქართველო, თბილისი, წყნეთი, რუსთაველის I შესახვევი, №4
ტელეფონი: (+995) 593 34 22 55
E-mail: info@gvandcompany.com